10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ოდოროლოგიური ექსპერტიზის მეთოდებს, ძაღლის გაწვრთნის პროცედურას, შემთხვევის ადგილზე ძაღლის მუშაობის მნიშვნელობასა და იმ თანამედროვე მიდგომას, რითიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი სუნის ამოცნობით ადგენს დამნაშავე პირს.
სტუდენტებისთვის აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობენ ლექტორები - თენგიზ სისაური და ირაკლი ვერულაშვილი. პრაქტიკულ აქტივობას ასევე ესწრებოდა სამართლის ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენელი დიმიტრი ცანავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება