19-20 ოქტომბერს თურქეთის ქ. სტამბოლში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“ გაიმართა.
კონფერენციის ორგანიზატორები გახლდათ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „მეცნიერება და ინოვაცია“ და „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება“ (საქართველო), მხარდამჭერი კი „კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობართა საზოგადოება“ (თურქეთი).
ღონისძიებაში მსოფლიოს 5 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი მონაწილეობდა, მათ შორის, თურქეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოდან.
აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები, ხოლო ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი.
ცნობისთვის, კონფერენცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და პერიოდულად გაიმართება. შემდეგი ღონისძიება 2025 წლის 10-11 მაისს არის დაგეგმილი. კონფერენციაში მონაწილეთა შრომები გამოქვეყნდება საერთაშორისოდ ინდექსირებულ ჟურნალ "მეცნიერება და ინოვაციაში", რომელსაც DOI ინდექსი გააჩნია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება