11 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE“ - მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.
კონკურსის მიზანია გაზარდოს უნივერსიტეტებისა და სტუდენტების დაინტერესება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ, ასევე, გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა.
საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: მწვანე ეკონომიკა, კვლევის კომერციალიზაცია და ბიზნესპროდუქტის შექმნა, შესავალი მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის, ეკოლოგიური გამოწვებები და მათი აღმოფხვრის გზები - პრაქტიკული გამოცდილებები სხვა ქვეყნის მაგალითებზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილისის ტექნოპარკის პროექტების მენეჯერი მარიამ ვარდიძე, ინოვაციური განათლების ფონდის წარმომადგენელი ავთო თავდიშვილი და მწვანე ეკონომიკის ექსპერტი სოსო ბერიკაშვილი.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება