კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ორდღიან სასწავლო კურსს - „ახალშობილთა რეანიმაცია“
კურსი მოიცავს ახალშობილთა რეანიმაციის ბაზისური და დახვეწილი რეანიმაციის საფუძვლების შესწავლას ახალშობილის დაბადებიდან ახალშობილობის პერიოდის დასრულებამდე. კურსი განკუთვნილია ნეონატოლოგების, ბებია ქალების, მეანების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების, რეანიმაციული და ნეონატოლოგიური განყოფილებების ექთნებისთვის, ასევე სამედიცინო სასწავლებლების მაღალი კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის (NRP) მასალები დაფუძნებულია ამერიკის პედიატრიული აკადემიისა (AAP) და ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ახალშობილთა გულ-ფილტვის რეანიმაციის რეკომენდაციებზე.
კურსის მსვლელობისას განხილული იქნება ახალშობილთა რეანიმაციის თეორიული საფუძვლები. კურსის უმეტესი დრო ეთმობა პრაქტიკული უნარების გამომუშავებას მანიკენებზე და გუნდურ მუშაობას.
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს:
• ახალშობილთა რეანიმაციის ზოგადი მიმოხილვა და პრინციპები;
• რეანიმაციის საწყისი საფეხურები;
• რეანიმაციული აღჭურვილობის გამოყენება ფილტვების დადებითი წნევით ვენტილაციის დროს;
• გულის არაპირდაპირი მასაჟი;
• ტრაქეის ინტუბაცია;
• მედიკამენტების გამოყენება რეანიმაციის დროს;
• ახალშობილთა განსაკუთრებული მდგომარეობები;
• დღენაკლი ახალშობილების რეანიმაცია.
ტრენერი: ირინა წირქვაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი დახმარების ექიმი, ბავშვთა ახალი კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექიმი, PALS, ACLS, ATLS პროვაიდერი BLS, NRT, PHTLS პროვაიდერი.
კურსის ხანგრძლივობა - 2 დღე; საშუალოდ - 12 სთ, დღეში - 6 სთ;
კურსის ღირებულება - 135 ლარი;
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;
კურსის ჩატარების თარიღი დაინიშნება ჯგუფებთან შეთანხმებით.
საკონტაქტო პირი: ლაშა დოლიძე; ტელ: 592 529977 ელ.ფოსტა: lasha.dolidze@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება