18 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის ტრენინგი გაიმართა, რომელიც ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ისტორია და არსებული სიტუაცია მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: მაღალი ინპაქტ-ფაქტორიანი, რეფერირებადი/რეცენზირებადი ჟურნალების მოძიება; ღია და დახარული წვდომის სამეცნიერო ჟურნალები; ციტირების საკითხი და მისი მნიშვნელობა. მომხსენებელმა ასევე მიმოიხილა ის ვებ-საიტები, სადაც დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო სტატიების მოძიება შეუძლიათ.
შეხვედრას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა მიმართულების დოქტორანტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება