ტრენინგის შესახებ
ტრენინგ პროგრამის ძირითადი მიზანია გააცნოს მსმენელს საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები და ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შეფასების მეთოდები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და საძიებო სისტემები, ქვეყანაში არსებული სადაზღვევო და ფარმაცევტული პოლიტიკა, ფინანსები და ჯანდაცვის ეკონომიკა.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, ფარმაცევტებისთვის, ექიმებისთვის, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ჯანდაცვის მიმართულებით და სხვა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს სურვილი წარმატებით განაგრძოს ან/და დაიწყოს მუშაობა კერძო თუ საჯარო სექტორში.
ტრენინგის მეთოდიკა
ტრენინგის მეშვეობით ხდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების კომბინირება. მთელი კურსის განმავლობაში განხილული იქნება თემატური ქეისები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას მოახდინონ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენინგის ხანგძლივობა: 36 სთ;
ტრენინგის ღირებულება: 410 ლარი.
ტრენინგი ჩატარების დღეები: შეთანხმებით - 19:00 – 22:00 სთ.
კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის ადგილზე ჩატარება და მოქმედებს ფასდაკლება
კურსის დაწყების თარიღი: 21 ოქტომბერი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საკონტაქტო ნომერი: 592 52 99 77, 032 2 61 12 98 (161)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება