12-13 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლის, იურისტ ანა ჯალაღონიას ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, თემებზე „გზა „ყოვლისმცოდნეობიდან“ გამოყენებით ცოდნამდე“ და „შენი მთავარი ბიზნეს პროექტი შენ ხარ“.
ტრენინგის დაწყებისას, იურისტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისა და ქვეყნის შესაძლებლობებს ევროპული ფასეულობების დაცვის საკითხში, შემდეგ კი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა, როგორიცაა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, თვითგანვითარება, რესურსების სწორად განსაზღვრა და გამოყენება. მომხსენებლმა, ასევე, დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და წარმატებული კარიერული სტარტეგიის შემუშავების ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა.
ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება