9-20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი ალიკა გუჩუა სამეცნიერო-აკადემიური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. 10-11 ოქტომბერს, ქ. ჟეშუვში გაიმართა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „კავკასია - წარსულის გამოცდილება და მომავლის პერსპექტივები", 17-18 ოქტომბერს კი ქ. ოსტროვეც-სვენტოკშისკში კონფერენცია თემაზე: „ინტერმარიუმიდან სამი ზღვის ინიციატივამდე.
XX და XXI საუკუნეების ინტეგრაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“, რომლის თანაორგანიზატორი პოლონეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე ვახტანგ მაისაიამ მოხსენებები შემდეგ თემებზე გააკეთა - „კავკასიის გეოპოლიტიკური დილემა - მიწა ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის - რიმლენდი ახალი ცივი ომისთვის“; „სამი ზღვა” რეგიონის უსაფრთხოების პან-რეგიონალური დებულებები და მისი გეოპოლიტიკური შედეგები - უსაფრთხოების დილემა და უსაფრთხოების ჩიხი”, ალიკა გუჩუამ კი შემდეგ თემებზე - „1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია საქართველოში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები“; „1987 წლის ხელშეკრულების გაუქმება საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ და მისი გავლენა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე სამი ზღვის რეგიონის ფორმატში (ბალტიის-ადრიატიკის-შავი ზღვის სივრცე)”.
აღსანიშნავია, რომ 19 ოქტომბერს, ვახტანგ მაისაია აირჩიეს ქ. ოსტროვეც-სვენტოკშისკის ბიზნესისა და მეწარმეობის უმაღლესი კოლეჯის საპატიო პროფესორად, რომელსაც პატრონაჟს უწევს პოლონეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ბიურო.
ასევე, გადაეცა პოლონეთის რესპუბლიკის ვარშავის უნივერსიტეტის ტიტუს ფილიპოვიჩის სახელობის მაღალი აკადემიური ჯილდო. პოლონეთში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი, თავდაცვის სამინისტრო, ცენტრალური ევროპის სტრატეგიული კვლევების ცენტრი და რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება