კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს 3.5 ან მეტ GPA-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ისარგებლებს 50%-იანი შიდა გრანტით, ორი სასწავლო წლის მანძილზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
საბუთების მიღება განხორციელდება 2022 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა ასევე შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე:
• registration.business@ciu.edu.ge
• registration.social@ciu.edu.ge
• registration.agro@ciu.edu.ge
• registration.law@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვან სამაგისტრო და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 13 სექტემბერს.
სპეციალობაში გამოცდა ჩატარდება 14 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 16-17 სექტემბერი.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
• B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება