საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში იწყება საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა გრანტით დაფინანსების შესახებ.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიდან შერჩეული საქართველოს მოქალაქის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის საფასურის დაფინანსებას.
პროექტის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება 2018-2019-დან 2019-2020 სასწავლო წლების ჩათვლით და დაფინანსდება 7 სტუდენტი. სტუდენტის გადახდილი სწავლის საფასურის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაფინანსება მიიღოს 7-ზე მეტმა სტუდენტმა პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში.
ერთი სტუდენტის დაფინანსება განისაზღვრება არანაკლებ - 2250 ლარის ოდენობით სასწავლო წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტს გადახდილი აქვს თანხა ან დარჩენილი აქვს 2 სემესტრზე ნაკლები).
პროექტის ფარგლებში დაფინანსება მოქმედებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
ა) სოციალურად დაუცველი პირი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გ) ობოლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირი;
ე) ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები პირი;
ვ) ომის ვეტერანი.
დაფინანსების პროცედურა
პროექტის ფარგლებში დაფინანსება ხდება სპეციალური კომისიის შეფასებისა და დასკვნის შედეგად. კომისია გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
თუ პროექტის ფარგლებში დაფინანსების მსურველი განმცხადებლების რაოდენობა გადააჭარბებს პროექტის განსაზღვრულ 7 სტუდენტს, დაფინანსებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე /გამოცდებზე უფიქსირდებათ უმაღლესი ქულები.
პროექტის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველი მაგისტრანტი ვალდებულია 2018 წლის 26 დეკემბრამდე იურიდიულ სამსახურში წარადგინოს განცხადება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) სოციალური სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (გაცემული არაუმეტეს 20 დღისა);
ბ) საბაკალავრო საფეხურის დიპლომის დანართი;
გ) კონფერენციებში მონაწილეობის ან/და სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სოციალური პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მაგისტრანტების შესახებ ბრძანება გამოიცემა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება