ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა განცხადებების მიღების ორგანიზება, სტუდენტთა ცნობებზე განაცხადის მიღება, მომზადებული ცნობების გაცემა განხორციელდება ელექტრონულად ონლაინ რეჟიმში.
1. სტუდენტთა ყველა სახის განცხადების მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა სასწავლო პროცესის მართვის სისტემა "გონის" პირადი გვერდიდან აირჩიოს მართვის ბლოკში განთავსებული ბმული - განცხადება.
აღნიშნულ ბმულში შესვლისას მას გამოუჩნდება მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკი - განხადების დამატება, რომლის გახსნის შემთხვევაშიც გამოჩნდება ფანჯარა "აირჩიე შაბლონი", სადაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს თავისუფალი ბლანკი, რომელშიც ჩაწერს მისთვის სასურველ მოთხოვნას. თუ სტუდენტის განცხადებას ერთვის რაიმე სახის დოკუმენტი, შეუძლია მის დასამატებლად ისარგებლოს განცხადების ბლანკის ქვედა ნაწილში განთავსებული ღილაკით - ფაილის დამატება. სტუდენტი, განცხადების დასრულების შემდეგ აწვება ღილაკს - ხელმოწერა და გადაგზავნა, რითაც სრულდება განცხადების გაგზავნის პროცედურა.
სტუდენტთა მომსახურების სამსახური ვალდებულულია განცხადების პასუხზე სტუდენტის ინფორმირება უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის სისტემის - "გონი" მეშვეობით 48 საათის ვადაში;
2. სტუდენტის სტანდარტული ცნობა, ფორმა #26 და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ცნობის შესახებ განაცხადი მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - service115@ciu.edu.ge;
სტუდენტი ვალდებულია აღნიშნულ მისამართზე გადმოგზავნოს განაცხადი ცნობის მომზადების შესახებ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
მისაღები განცხადებების სახეობები - PDF
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება