სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი ,,დენტივერი XXI” აწესებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის.
სტომატოლოგიურ სასწავლო-კლინიკურ ცენტრ ,,დენტივერი XXI-ის“ სტიპენდიანტი აირჩევა კონკურსის წესით ერთი აკადემიური სემესტრის ვადით. სტიპენდია გაიცემა 5 თვის მანძილზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 10 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
· კანდიდატის აკადემიური მოსწრების სრული ამონაწერი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით (უპირატესობა მიენიჭება თერაპიული და ორთოპედიული მიმართულების საგნებში მოპოვებულ მაღალ შეფასებებს);
· სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
· დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.
თემის ველში გთხოვთ მიუთითეთ: ,,დენტივერი XXI სახელობითი სტიპენდია.“
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება