გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყება
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყოს.
ამ პერიოდში უნივერსიტეტის ყველა კორპუსში, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.