20 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე გულიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპთა თანაფარდობა პატიმრობის ინსტიტუტთან".
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგო ჭელიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ნადარეიშვილი და სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბესიკ მეურმიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციი საბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე გულიაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება