31 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსის, სალომე თვალოძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,კლიმატის ცვლილება და ფინანსური სექტორი“.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა:
კლიმატის ცვლილება და გამომწვევი ფაქტორები; რა კავშირია ემისებსა და კლიმატის ცვლილებას შორის; რა არის კლიმატის ცვლილების შედეგები; რა როლი აქვთ ცენტრალურ ბანკებს; რას გულისხმობს მდგრადი დაფინანსება; საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩო და მდგრადი დაფინანსების ბაზარი საქართველოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ CIU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება