6 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლების საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ფემიციდი“.
ლექციაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: მსხვერპლთა დაცვის გაძლიერებასა და დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა; ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.
საჯარო ლექციის ფარგლებში განიხილეს, აღნიშნული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ასპექტები და პრაქტიკული საქმიანობის გამოწვევები, ასევე სტატისტიკური მონაცემები.
ლექციაზე ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი) და ამავე რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ ქირია, ხოლო შესავალი სიტყვით აუდიტორიას გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ მიმართა. სპიკერებს შორის იყო ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, მადონა უთურგაშვილი.
საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა.
ღონისძიებას სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ერქვანია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება