საჯარო ლექცია - აივ/შიდსის მიღწევები და გამოწვევები
8 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფექციონისტის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ ფატი გაბუნიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: აივ/შიდსის მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა ინფექციურ პათოლოგიებზე, შიდსის ეპიდემიაზე, აივ ინფექციის გავრცელების სტატისტიკასა და პრევენციის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტები.