კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, ნანა პარინოსმა და ციცინო ბუკიამ, „ბუდაპეშტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე“ (უნგრეთი) სამეცნიერო კვლევა - „ინოვაციური მულტიმედია მეთოდები ინგლისური ლიტერატურის სწავლა-სწავლებისთვის“ - წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორისაა - სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტი (სინგაპური), მარიბორის უნივერსიტეტი (სლოვენია), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) ბრატისლავას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), ოსტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვა.
კონფერენციის დასასრულს, ინოვაციური კვლევების შედეგების განხილვისას, გამოვლინდა საპატიო სამეული: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი. აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციის ციფრულ კრებულში და ხელმისაწვდომია თითოეული მსურველისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება