6 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლონურ-ქართული საერთაშორისო ურთიერთობები: პოლიტიკა, კულტურა, ტრანსგრესია“.
ლექციას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ადამ მიცვეკივიჩის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) პოლიტიკის დოქტორანტი, პოლონეთის მინისტრთა საბჭოს აპარატის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი დირექტორი, მარჩინ ოლეინიკი უძღვებოდა.
მომხსენებელმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა პოლონეთის ისტორია და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები როგორც უახლესი ისტორიიდან, ისე თანამედროვე ეპოქიდან. ასევე აუდიტორიას წარუდგინა თავისი ავტორობით გამოცემული პოლონურენოვანი წიგნი „თანამედროვე საქართველოს დილემა“. ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო ლექცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ გახსნა, ლექციის მსვლელობასა და თარგმანში აქტიურ მონაწილეობას იღებდა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება