9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარე კვლევითი პროექტის - „საქართველო და ევროკავშირი - ქართველები ევროინტეგრაციის სათავეებთან“ - ფარგლებში, პროფესორებმა ვაჟა შუბითიძემ, ედიშერ ჯაფარიძემ და ლელა სარალიძემ, საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე - ,,მიხეილ მუსხელიშვილი - ერთიანი ევროპის სათავეებთან’’.
პროფესორები შეეხნენ მიხეილ მუსხელიშვილის - ევროპაში მიშელ მუსხელის სახელით ცნობილი - აღიარებული ქართველი მეცნიერის ღვაწლს ევროგაერთიანებების ჩამოყალიბების საქმეში.
„ევროგაერთიანებების ჩამოყალიბებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში უდავოდ მნიშვნელოვანია ცნობილი ქართველი მეცნიერის - მიშელ მუსხელის წვლილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ცარიელი ხელებით კი არ აპირებს ევროპულ ოჯახში შესვლას, არამედ ევროგაერთიანების გარიჟრაჟზე თავიდანვე მონაწილეობდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. ვფიქრობთ, დღეს, როდესაც ბრიუსელში საქართველოსთვის პერსპექტივის (კანდიდატის) სტატუსის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, ყველა ,,საზოგადოებრივი’’ ორგანიზაციის ვალია, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და ქვეყანას აღნიშნულ რთულ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი, რადგან ევროპულ ოჯახში საქართველოს გაერთიანება ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ისტორიული კანონზომიერების ერთგვარი აღსრულებაა“.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში წარიმართა. მსჯელობის პროცესში გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რაც ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას უკავშირდება.
საჯარო ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება