30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ჩინეთის ინიციატივა - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - გეოპოლიტიკიური და სტრატეგიული რეალიზაციის პროცესი“.
ლექცია უძღვებოდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიის, დიპლომატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ასან ბაზარგალი.
მომხსენებელმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე და ამავე დროს, ჩინეთის მთავრობის მიზანზე განავითაროს კავშირები ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფოებთან, ასევე გააძლიეროს მისი სავაჭრო პოლიტიკა მსოფლიოში. მომხსენებელმა სტუდენტებს დაუსვა სავარჯიშო კითხვები და სთხოვა გაეანალიზებინათ ჩინური ინვესტიციის ახალი მოდელი. ასევე მიეთითებინათ მიზეზები, თუ რატომ დათანხმდა ზოგიერთი ეროვნული მთავრობა ჩინეთისგან ფინანსური დახმარების მიღებას. ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო ლექცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ გახსნა, ლექციის მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება