12 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ფინეთის გაწევრიანება ნატოში და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები“.
დისკუსიის სპიკერები გახლდათ გეოგრაფიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია.
სპიკერებმა ისაუბრეს ნატოს გაფართოების პოლიტიკასა და ალიანსის არსებულ გამოწვევებზე. განიხილეს ფინეთის გაწევრიანების საკითხი, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზე გამახვილდა.
დისკუსიის მეორე ნაწილში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სპიკერებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
ღონისძიებას მოდერატორობას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა უწევდა.
საჯარო დისკუსია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება