საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიება CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობისთვის, მათ შორის, სამეცნიერო-აკადემიური მიმართულებით და საგრანტო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანანა ბეგიაშვილი უძღვებოდა. სპიკერმა მიმოიხილა ბოლო წლებში განხორციელებული სამინისტროს საგრანტო კონკურსები, ძირითადი აქცენტი კი მიმდინარე კონკურსზე გააკეთა, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.
შეხვედრის მეორე ნაწილში აუდიტორიის კითხვებს, ძირითად მომხსენებელთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გვანცა ბათლიძემ უპასუხა.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება