იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში“ ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო მინდიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კვლევის შედეგები, შემუშავებული რეკომენდაციები, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები.
საგრანტო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა სესილი გოგიბერიძემ, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორის კვლევითი ცენტრის აფილირებულმა მკვლევარმა, პროფესორმა ლადო ჭელიძემ, რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გულ მუქერემ ოზთურქმა.
პროექტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ სტუდენტური კლუბის „ახალი თაობის ხიდის“ წევრებს, პროექტის კოორდინატორებს, ტრენერებს და პროექტის მონაწილეებს, ასევე პროექტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ინიციატივისთვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს პროექტის თანადაფინანსებისა და გაწეული დახმარებისთვის.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ იხილა პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელისა და კანცლერის მრჩევლის, ნინო ჭალაგანიძის ხელმძღვანელობით მომზადდა.
პროექტი, იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებულია, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ხოლო თანახელმძღვანელები - იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი რევაზ ბერულავა და სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს აპარატის უფროსი, მანანა ბეგიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი სოფიო დემეტრაშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი გიორგი ოსაძე, იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება