კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ზაზა სურგულაძემ და ნინი ბულიამ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის: „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ შესარჩევ კონკურსში და მოხვდნენ პროექტში მონაწილე 30 სტუდენტს შორის.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, გორისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტები. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და პროექტის განმახორციელებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ა(ა)იპ თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.
პროექტის მიზნებია: სამართლებრივი კულტურის გაძლიერება; იურიდიული განათლების პოპულარიზაცია; სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება; სამართლებრივად უსაფრთხო გარემოს გაძლიერება; სკოლის მოსწავლეებში კანონისადმი პატივისცემის გამყარება; ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ცნობიერების ამაღლება; სახელმწიფო სტრუქტურების როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებაში.
პროექტის ფარგლებში, შერჩეულ 30 სტუდენტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისი დარგის ექსპერტები ჩაუტარებენ ხუთდღიან ტრენერთა ტრენინგს. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს, განვლილ საკითხებზე ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის საფუძველზეც საუკეთესო შედეგების მქონე 8 მონაწილე, პროექტის ავტორებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პროექტით განსაზღვრული ქალაქების სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება