2 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო კურსის - „დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა“ - ფარგლებში, ლექცია წაიკითხა საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იუნესკოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჯავახიშვილმა.
ლექციის თემატიკა გახლდათ: „პროტოკოლი, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკა“.
ლექციას, რომელიც ინტერაქციული ფორმატით გაიმართა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება