„მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ – ამ სახელწოდებით, 6-17 თებერვალს "რედისონ ივერიაში" გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავსა და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. სიმპოზიუმის მთავარი მიზანია განათლების, სამართლისა და კულტურის სფეროში დაპირისპირებული პოზიციების დაახლოება.
კონფერენციაში ათზე მეტი უცხო ქვეყნის ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით.
სიმპოზიუმზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მოხსენებით - "ეროვნული ტრადიციები და კონსტიტუციონალიზმი" - წარდგა კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება