საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის მონაწილეთა დაჯილდოება
28 მარტს CIU-ში „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტთა დაჯილდოება გაიმართა.
პროექტმა, რომელიც 9-15 მარტს ჩატარდა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა მისცა სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიის შესახებ და გაეკეთებინათ გაცნობიერებული არჩევანი.
პროექტის მონაწილეებს პირადად უმასპინძლა CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ და ლექტორებმა/პროექტის სპიკერებმა - თამარ ჩიბურდანიძემ და გიორგი ფარეშიშვილმა პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტისგან დამატებითი სასწავლო ინვესტიციებით დააჯილდოვეს - 1000₾ ციფრული ტექნოლოგიების კურსის ვაუჩერი და 5000₾ CIU CARD.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, რომელშიც 210 მოსწავლე ჩაერთო, თავისი ფორმატითა და შინაარსით პირველია საქართველოში. მონაწილეებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაჯილდოებაზე დასწრება, კუთვნილ ჯილდოებს ელექტრონულად მიიღებენ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის“ ფარგლებში სულ 6 ონლაინ შეხვედრა გაიმართა:
- „პროფესია დიპლომატი“ / მიხეილ უკლება - დიპლომატი, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი;
- „საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები“ / ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთოერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვარშავის უნივერსიტეტის და ოსტროვიეცის ბიზნესის და მეწარმეობის უნივერსიტეტის პროფესორი;
- „რელიგიებისა და სახელმწიფოების ურთიერთობა მსოფლიოში“ / გიორგი ფარეშიშვილი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე;
- „საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და სამშვიდობო ფორმატები“ / გიორგი ანთაძე - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი;
- „პოლიტიკური იმიჯის შექმნისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ / თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის დირექტორი, CIU-ს ასისტენტ პროფესორი;
- „რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატები და სტრატეგიული პროექტები“ / ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, აშშ-ის საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობა IGI Global-ის ბორდის წევრი და რეცენზენტი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.
პროექტის პარტნიორებია:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი;
- საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი;
- საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი;
- ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია.