კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტთა სამეცნიერო კონფერენციაში - „2022-2023 წლის რუსეთ-უკრაინის ომის წარმოშობა, მიზეზები, მიმდინარეობა და შედეგები“.
კონფერენცია გაიმართა პოლონეთში, ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშისკში, იოზეფ გოლუხოვსკის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან ერთად, კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.
კონფერენციაზე ასევე მოხსენებით წარდგნენ CIU-ის ასისტენტ-პროფესორი ეკა ბერაია, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტები - გალაქტიონ მაისაია და როლანდ მაღრაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება