კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წლიდან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტში - „უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჯანმრთელობის ტურიზმში“ - ჩაერთო.
პროექტის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (THD, გერმანია). მათთან ერთად პროექტის მონაწილეები არიან: ESPA - ევროპის სპა ასოციაცია; VSE - პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი; BMU - ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტი; FTHM - ხორვატიის რიჟეკას უნივერსიტეტი; CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; KSU - ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორები გეორგ კრისტიან შტეკენბაუერი, მარკუს ჰერტნეი, გიდო კაუფმანი და ვიაჩესლავ ნიკიტინი ესტუმრნენ.
ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის გაცნობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას. ასევე გაიმართა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მდგომარეობა გერმანიაში (ბავარიის მაგალითზე)“ - პროფესორი გეორგ კრისტიან შტეკენბაუერი; ჯანმრთელობის ტურიზმის განათლება გერმანიაში (დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მაგალითზე) - პროფესორი მარკუს ჰარტრაი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება ტურიზმის ბიზნესის სექტორის მოთხოვნების კვლევა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მახასიათებლებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ტურიზმში, ასევე, ჯანმრთელობის ტურიზმის საზაფხული სკოლა, რომელიც 9-15 ოქტომბერს გერმანიაში ჩატარდება. პროექტის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები - მარინა გედევანიშვილი და მაია უკლება. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს CIU-ს ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტების ხუთი სტუდენტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება