11 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ - ფარგლებში, მუსიკათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაგდა სუხიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საეკლესიო გალობის სათავეები“.
ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, სასულიერო და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება