იყავი აქტიური! მოდი არჩევნებზე! - ეს ის ძირითადი მესიჯები გახლდათ, რაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა - ნათია ზარნაძემ და ნინო ხატიაშვილმა, კსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას გააჟღერეს. ტრენინგი, რომელიც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებითა და ცენტრის ინიციატივით გაიმართა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობას, არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებს, ერთი ხმის მნიშვნელობასა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებს მიეძღვნა.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სპეციალისტმა და ტრენერმა - ნინო ზარნაძემ, სტუდენტებთან არჩევნებში ჩართულ ხუთ ძირითად მხარეზე - საარჩევნო ადმინისტრაცია, დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტი, მედია და ამომრჩეველი დეტალურად ისაუბრა და თითოეულის როლი და მნიშნელობა განმარტა.
მისი თქმით, ზემოთჩამოთვლილი ხუთი სეგმენტიდან, მთავარი მოთამაშე არის ამომრჩეველი, რომლის მიერ განხორციელებული არჩევანი განსაზღვრავს ვინ და როგორ მართავს ქვეყანას.
ზოგადი ინფორმაციის, ტერმინოლოგიის დაზუსტების, საინტერესო შემთხვევებისა და ტრენერის მიერ შემოთავაზებული სახალისო დავალების შესრულების შემდეგ, ნათია ზარნაძემ ძირითადი ყურადღება და აქცენტი სწორედ მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა. მან მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.
ტრენინგის დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა ენახათ, რომელიც საარჩევნო დღის პროცედურებსა და წესებს შეეხებოდა. თითოეული მსმენელი, ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიზნებია:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება