რიგგარეშე მობილობა შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთათვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთათვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 11 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და III სემესტრებში;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 19 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა - 14 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I სემესტრში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება.
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა - 7 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-V წელს.
შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.