28 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ომანაძის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „ანტიკრიზისული პროცესების მართვის შეფასება და ანალიზი სამედიცინო კლინიკებში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა, ოფიციალური რეცენზენტები კი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თეიმურაზ ბარკალაია და ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მამუკა თორია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ომანაძეს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება