5 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ მეორე ლექცია გაიმართა. ამჯერად აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის მრჩეველი კახი ქენქაძე თემით: „ქართული დიპლომატიის ისტორია“.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა საკუთარი კარიერული გამოცდილება შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, ისაუბრა დიპლომატისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე და აღნიშნა ქართული დიპლომატიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება