ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიმართება.
კვირეულის განრიგი:
4 ნოემბერი, 12:00 სთ., აუდიტორია #305
თემა: „დიპლომატიური სამსახური და კარიერული საფეხურები“;
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გრიგოლ მაგრაქველიძე.
5 ნოემბერი, 13:00 სთ., აუდიტორია #305
თემა: „ქართული დიპლომატიის ისტორია“;
მომხსენებელი: საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მკვლევარი, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის მრჩეველი - კახი ქენქაძე.
7 ნოემბერი, 13:00 სთ., აუდიტორია #303
თემა: „კონფლიქტის ტიპები და მათი მოგვარების გზები“;
მომხსენებელი: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კონფლიქტოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - მირანდა მიქაძე.
დასწრება თავისუფალია!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება