12 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა სახელწოდებით: „ ქალები და სტერეოტიპული პროფესიები გაიმართა.
სხვადასხვა პროფესიის წარმატებულმა ქალებმა: მეღვინე - ია იმერლიშვილმა; გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლმა - ნანა მამუკაშვილმა; კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა - ია მოსაშვილმა; მშენებლობის ზედამხედველმა - მაკა ნოზაძემ და კაპრალ-სპეციალისტმა - ლიკა უთრუგაშვილმა წარმატების პირადი ისტორიების მაგალითებზე, სტერეოტიპულ პროფესიაში საკუთარი თავის პოვნასა და გოგონებში მოტივაციის/ინტერესის ამაღლებაზე ისაუბრეს.
მოწვეულმა სტუმრებმა აუდიტორიასთან ერთად განიხილეს თუ რა ბენეფიტები ან/და საფრთხეები შეიძლება ახლდეს გადაწყვეტილების მიღებას ახალი პროფესიის დაუფლების პროცესში.
შეხვედრას მოდერაცია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა მარიამ ჯაჭვაძემ გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება