20 აპრილს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან (ინდოეთი) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სანდიფ გულერია ესტუმრა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე პროფესორმა ტურისტული პროდუქტის ფორმირების თავისებურებებზე ისაუბრა. განიხილა პროდუქტის მნიშვნელობა, შექმნის გამოწვევები და პრიორიტეტები, მისი რეალიზაციისა და სტუმულირების საკითხები. სპიკერმა ასევე ისაუბრა ინდოეთის, როგორც მსოფლიო ტურისტული დესტინაციის მახასიათებლებზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკან მარიკა კლდიაშვილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ნანა გადელია, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი სვეტლანა კირაკოსიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ ინდოელი პროფესორი მაისის თვეში ჩაერთვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ „ტურიზმის კვირეულში“.
ცნობისთვის, ჩანდიგარის უნივერსიტეტი, სადაც 60 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, ინდოეთის მასშტაბით საუკეთესო კერძო უნივერსიტეტების სამეულში შედის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება