3-4 ივნისს, Erasmus+ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ქ. ოსტროვიეცის (პოლონეთი) შინაგანი მედიცინის სახალხო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, პროფესორი დარიუშ თუმულეკი, რომელსაც CIU-ს მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა.
დარიუშ თუმულეკმა მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: “Clostridioides difficile - „ძველი“ ბაქტერია - ახალი ვერსიით.
ვიზიტის ფარგლებში დარიუშ თუმულეკმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარჩვევების ცენტრი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება