24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით განხორციელდა პროფესიული გასვლითი სემინარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
სტუდენტებმა წარმოდგენილ მოხსენებებში აღნიშნეს დავით გარეჯის ლავრის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მნიშვნელობა საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალისთვის, ასევე განიხილეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტენდენციები და გამოწვევები. პროფესიული ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში არსებული ნინოწმინდის დედათა მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი (VI-XVIII სს.) და ციხე-ქალაქი უჯარმა (III- XIII სს.).
დღის ფარგლებში, ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ და სტუდენტებმა, განიხილეს და დაგეგმეს მომავალი სემესტრის გასვლითი სემინარების აქტუალური საკითხები და დესტინაციები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება