24 აპრილს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „თანამედროვე პარაზიტული საფრთხეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
შეხვედრაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: პარაზიტული საფრთხეები თანამედროვე მსოფლიოში, ერთი ჯანმრთელობის კონცეფცია; ზოონოზური ფილარიოზი, რომელიც აზიანებს ადამიანებს ენდემურ და არაენდემურ ადგილებში; პარაზიტული დაავადებები იმუნოკომპრომეტირებულ მასპინძლებში; პარაზიტოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მეთოდები.
ტრენინგს უძღვებოდა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი მარია ვესოლოვსკა (Prof. Dr. Maria Wesołowska).
შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება