იწყება რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით, 2 დან 12 სექტემბრის ჩათვლით (გარდა 8 სექტემბრისა - კვირა დღე), ყოველდღე, 10:00 დან 18:00 საათამდე,
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 101, ჩარგლის ქუჩა N73.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
• დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- შიდა საუნივერსიტეტო გრანტის მქონე პირველკურსელი სტუდენტები (პირველი შემოხაზვით ჩარიცხულნი - მიიღებენ 20% იან, ხოლო საპატრიარქოს სკოლადამთავრებულნი - 40 % იან შიდა გრანტს) შესაბამისი ფინანსური შეღავათით ისარგებლებენ პირველ სასწავლო წელს. საპატრიარქოს სკოლადამთავრებულნი აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით იმ პირობით, თუ ყოველ სემესტრში სემესტრული GPA იქნება 3,0 ან მეტი.
- თუ პირველი შემოხაზვით ჩარიცხულ აბიტურიენტს ასევე აქვს ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულების ოქროს ან ვერცხლის მედლით დასრულების დამადასტურებელი ცნობა, ის პირველ სასწავლო სემესტრში დამატებით ისარგებლებს შესაბამისად 10% და 5% შეღავათით.
- ჩარიცხული აბიტურიენტები შიდა გრანტით სარგებლობენ პირველ სემესტრში (ოქროს მედალზე 20% და ვერცხლის მედალზე 10%) და უნარჩუნდებათ იმ პირობით, თუ ყოველი სასწავლო სემესტრის საშუალო შეწონილი ქულა იქნება 3.0 GPA ან მეტი.
- თუ საპატრიარქოს სკოლადამთავრებულ აბიტურიენტს ასევე აქვს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ოქროს ან ვერცხლის მედლით დასრულების დამადასტურებელი ცნობა, ან ჩაირიცხა პირველი პრიორიტეტით, ის პირველ სასწავლო წელს ისარგებლებს მხოლოდ 40%-იანი შეღავათით.
სწავლის დაწყების თარიღია 9 სექტემბერი.
სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა (გადახდა შესაძლებელია 30 აგვისტოდან).
სემესტრული გადასახადი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შეადგენს:
- სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა) - 1245 ლარი;
- სამართლის ფაკულტეტი (სამართალი) - 1445 ლარი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები) - 1445 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა) - 3245 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა - ინგლისურენოვანი) - 3245 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (სტომატოლოგია) - 1475 ლარი;
- მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა- მეღვინეობა) -1245 ლარი.