10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების ერთობლივი ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: „სეკულარიზმის იდეა საქართველოში - სამართლებრივი და თეოლოგიური კონტექსტი“.
დისკუსიას სამართლის დოქტორი, CIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, თინათინ ერქვანია და CIU-ს რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდნენ.
პანელური დისკუსიაზე იმსჯელეს სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპის აღმწერ ნორმატიულ კატეგორიებსა და შესაბამის თეოლოგიურ ასპექტებზე, საკითხი კი წარმოდგენილი იყო ქართული კონსტიტუციური წესრიგის და შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივების გათვალისწინებით.
თინათინ ერქვანიამ საკითხის სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა, ხოლო გიორგი ფარეშიშვილმა ყურადღება რელიგიურ (ქრისტიანობისა და ისლამის მაგალითი) ასპექტებზე გაამახვილა.
დისკუსიის მეორე ნაწილში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა საკითხის განხილვაში და სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ.
დისკუსიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება