ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმი და დისტანციური წვდომა“
18 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკის ინიციატივით ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმი და დისტანციური წვდომა“, რომელიც შპს „Innovative Systems Management“-ის წარმომადგენლებმა, ნანა ხუსკივაძემ და მაია მეტრეველმა ჩაატარეს.
ტრენინგზე განხილული იქნა EBSCO Publishing-ის ბაზები, მასში არსებული მასალების გამოყენების მექანიზმები, ყველა ის რესურსი, რაც ბაზებში არსებობს, ძებნის, ფილტრისა და ციტირების ფუნქციები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ონლაინ ტრენინგს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკარები და დოქტორანტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
2021 წლის მდგომარეობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს Ebsco EP Package Elite-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომის უფლება აქვს.
EBSCO EP Package Elite-ში შემავალი ელექტრონული ბაზების დასახელება და აღწერა:
- Academic Search Elite - მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტებისა და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს;
- Business Source Elite - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე (ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები) გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს;
- Regional Business News - არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ-ის და კანადის მასშტაბით;
- Newspaper Source - გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR და სხვა;
- MasterFILE ELITE - სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგადი მეცნიერების, მულტიკულტურულ და სხვა მრავალ სფეროში;
- ERIC (the Education Resource Information Center) - გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია, როგორც Current Index of Journals in Education და Resources in Education Index;
- GreenFILE - სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად;
- Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) - მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50-ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ.;
- Medline - მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯანდაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE-ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600-ზე მეტ ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა;
- Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition - 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.
აღნიშნულ ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე დისტანციურად - სპეციალური პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები უზიარებენ დაინტერესებულ პირებს.