ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
დღის ფარგლებში რექტორს საიუბილეო თარიღი მიულოცეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ოჯახის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს კახაბერ კორძაიას ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მოვლენები, მიღწევები და დამსახურებები. აუდიტორიამ, ასევე, იხილა კახაბერ კორძაიას ოჯახური პორტრეტისადმი მიძღვნილი სიუჟეტი.
ღონისძიების მოდერატორი გახლდათ რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი ფარეშიშვილი.
დასასრულს რექტორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისგან საზეიმო ვითარებაში საჩუქრად თენგიზ ქავთარაძის მიერ შესრულებული ნახატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება