კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კარიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დაიწყეს.
ნათია ჯავახიშვილი – შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს დაქტილოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი გახდა.
ნიკოლოზ ოთანაძე – შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის პოზიციაზე დაინიშნა.
ახალგაზრდებმა თავიანთი გამოცდილება სამართლის ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს გაუზიარეს, რომლებიც კრიმინალისტიკის პრაქტიკულ კურსს ახლა გადიან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წელს სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაარსდა. მას შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსი, რომელსაც შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი და ამავე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური უძღვებიან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები გადიან სტაჟირებას და შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება