13 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნინო კოპალიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „თანამედროვე თურქეთის პოლიტიკური სისტემის თავისებურებები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია კაპანაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ მაკარაძე და ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნინო კოპალიანს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება