24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო გოგელაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „კერძო სააღსრულებო სისტემა საქართველოში - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კახაბერ ურიადმყოფელი, ოფიციალური რეცენზენტები კი - სამართლის დოქტორი გოჩა ფიფია და სამართლის დოქტორი ნინო ხოფერია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ნინო გოგელაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება