5 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: ნატოს გამოცდილება“.
საჯარო ლექციას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია უძღვებოდა.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ისეთი საკითხები როგორებიცაა: ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა სხვადასხვა მისიებში (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი); ადამიანთა უსაფრთხოება; საფრთხის შემცველი სცენარები; ბრძოლაში ჩართვის წესები; ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობის გააზრება სამხედრო მისიებში.
ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ და CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ მიმართეს.
ლექციას, რომელიც აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, ქ. თბილისის #159 საჯარო სკოლის (პედაგოგი: შორენა ტაბატაძე) და სკოლა „პოლიგლოტის“ (პედაგოგი: სალომე ბოხუა) მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ნატოს კვირეული“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება