29 მარტს, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ ფარგლებში, დავით კიკვიძის მასტერკლასი თემაზე: „მოტივაცია და წარმატებული კარიერა“ - გაიმართა.
დავით კიკვიძე ეკონომიკის ექსპერტი და დასაქმების პლატფორმის, hrlab.ge-ის დამფუძნებელია, რომელმაც სტუდენტებთან კომპანიის საქმიანობასა და ძირითად მიზნებზე ისაუბრა. მომხსენებელმა შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოტივაციის ამაღლებისა და წარმატებული კარიერის დაგეგმვის საკითხებზე.
Hrlab 2017 წელს დაარსდა „სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით. კომპანიის ძირითადი მიზნებია სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის ეფექტური უკუკავშირის დამყარება, დამსაქმებლებისთვის საჭირო თანამშრომლების ძიების პროცესის გამარტივება და სამსახურის მაძიებლებისთვის საკუთარი უნარ-ჩვევების უფრო ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება